26 თებერვალს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით წლის საუკეთესო ნამუშევრები დააჯილდოვა. ოსკარის შედეგები არ გამოირჩეოდა მოულოდნელობებით, ჯილდო იმ ნამუშევრებმა აიღეს, რომელთა მიმართაც მოლოდინი არსებობდა.
საუკეთესო ფილმი შავ–თეთრი და მუნჯი კინო “არტისტი” გახდა, საუკეთესო რეჟისორადაც ამავე ფილმის რეჟისორი მიშელ აზანავიჩუსი აღიარეს; მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთის ჯილდო ამავე ფილმის მსახიობმა ჟან დუჟარდენმა მიიღო, ხოლო საუკეთესო მსახიობ ქალად მერილ სტრიპი დასახელდა ფილმისთის “რკინის ლედი”; მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შერულებისთვის პრიზი კრისტოფერ ფლამერმა მიიღო ფილმისთვის “დამწყებნი”, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ოქტავია სპენსერს გადასცეს.
საუკეთესო სცენარისთვის ვუდი ალენი დაჯილდოვდა ფილმისთვის “შუა ღამე პარიზში”, ხოლო ადაპტირებული სცენარისთვის– ფილმი “შთამომავლობა”, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ირანული “გაყრა” გახდა, ხოლო საუკეთესო ანიმაციური ფილმი 2011 წელს “რანგო”–ა.