ახალი ამბები

დავით ბაქრაძემ სკოლაში “ლაიქების” შემგროვებელი დასაჯა

25 თებერვალი, 2012 •
დავით ბაქრაძემ სკოლაში “ლაიქების” შემგროვებელი დასაჯა

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის ზოგიერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქის გვერდი მოაწონებინეს, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა.

“მეგობრებო! ერთი უსიამოვნო ამბავი უნდა გაცნობოთ: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანი-სამგორის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ადმინისტრაციული წესით აიძულებდნენ, ხმა მიეცათ ვირტუალურ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატისთვის. გაცნობებთ, რომ აღნიშნული კანდიდატი უკვე მოხსნილია არჩევნებიდან, ხოლო მისი მხარდამჭერი ხმები გაუქმებულია. ასევე ძალიან მკაცრი ზომები იქნება მიღებული ამ ინციდენტში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ. თუ რომელიმე თქვენგანი მომავალში კიდევ გაიგებს ასეთი ტიპის პრობლემის შესახებ, გთხოვთ, მაშინვე მაცნობოთ. ბოდიშს ვუხდი მოხსნილი კანდიდატის ყველა მხარდამჭერს, ვისი ხმებიც ამ სამწუხარო ფაქტის გამო გაუქმდა. მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია, ვინაიდან მე ძალიან ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობას და ნებისმიერ ფაქტს, რომელიც ვინმეს აფიქრებინებს, რომ აქ მყოფი ადამიანები იძულებით და არა პირადი სიმპათიით არიან გაერთიანებული, მივიჩნევ თითოეული თქვენგანის და ჩემს შეურაცხყოფად. იმედია, თქვენც ჩემსავით ფიქრობთ!”-წერს დავით ბაქრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი