სომხეთის პარლამენტის წევრი “რესპუბლიკური პარტიიდან” ვარდან აივაზიანი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ საქართველოში თევზსაშენ ფერმებს დააფუძნებს. ინფორმაციას ამის თაობაზე სომხური გამოცემები ავრცელებენ.
გაზეთ “ჩორორდ ინკნიშხანუტიუნის” ინფორმაციით, აივაზიანი თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შეხვდა, რომელიც უწევდა “ორგანიზებას” სომეხი დეპუტატის დაკავშირებას შესაბამის პირებთან საქართველოში თევზის ბიზნესის წამოწყების თაობაზე.
ამავე გამოცემის ცნობით, აივაზიანს უკვე გამოეყო კონკრეტული ტერიტორები საქართველოში თევზსაშენების მოსაწყობად.