ახალი ამბები

ევა ლონგორიამ მუშაობა ობამას საარჩევნო შტაბში დაიწყო

23 თებერვალი, 2012 •
ევა ლონგორიამ მუშაობა ობამას საარჩევნო შტაბში დაიწყო

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად ბარაკ ობამამ ჰოლივუდის ვარსკვლავი ევა ლონგორია დანიშნა.  ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

ლათინოამერიკული წარმოშობის მსახიობი ევა ლონგორია სერიალ ”სასოწარკვეთილ” დიასახლისებში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მსაციოხბი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერია და ბარაკ ობამას მხარს 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც უჭერდა. გარკვეული დროის მანძილზე ლონგორია თეთრი სახლის საზოგადოებრივი ჩართულობის ოფისშიც მუიშაობდა. ევა ლონგორიას გარდა ობამას საარჩევნო შტაბში ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი კალ პენიც მუშაობს.

სპეციალისტების შეფასებით, საარჩევნო შტაბში ჰოლივუდის ვარსკვლავების აქტიურად ჩართვით ბარაკ ობამა ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას როგორც ჰოლივუდში, ისე აშშ-ის ლათინოამერიკული წარმომავლობის მოქალაქეების ხმების მოგროვებას. ცნობილი ფაქტია, რომ როცა ბარაკ ობამა 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყრიდა კენჭს, ლათინოამერიკული წარმოშობის მოქალაქეებს მათთვის ხელსაყრელი საემიგრაციო რეფორმების განხორციელებას დაპირდა, რისი შესრულებაც პირველ საპრეზიდენტო ვადაში ვერ შეძლო

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი