კიკვიძის ბაღის გაჩეხვისგან გადასარჩენად გუშინდელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მორიგეობდა.
“ღამის 2 საათამდე რამდენიმე ადგილობრივი მოქალაქე მორიგეობდა, ღამის 2 საათიდან დილის 8–ის ნახევრამდე ვიყავით “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრები, ასევე, თემურ მურვანიძე და მამუკა ბალიაშვილი “საქართველოს გზიდან”, დილით კვლავ ადგილობრივმა მოსახლეობამ და გრინფისის სხვა წევრებმა შეგვცვალეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
დღეს, 18:00 საათზე კიკვიძის ბაღში აქცია გაიმართებს, ღამით კი ისევ მორიგეობა გაგრძელდება:
“მთელი რიგი აქციების იდეები არსებობს, რომლის საშუალებითაც შევეცდებით მეტი ადამიანი ჩავრთოთ საქმეში და დავიცვათ კიკვიძის ბაღში დარჩენილი 60 ხე”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.