ახალი ამბები

ილია მეორე შიმონ პერესს შეხვდება

22 თებერვალი, 2012 •
ილია მეორე შიმონ პერესს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ისრაელში იმყოფება. დღეს ილია მეორე დელეგაციასთან ერთად ქალაქ ხოლონში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხვალ, 23 თებერვალს, პატრიარქს ისრაელის პრეზიდენტთან, შიმონ პერესთან და იერუსალიმის მერთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

გარდა შეხვედრებისა დელეგაცია პატრიარქთან ერთად სხვადასხვა წმინდა ადგილებს მოილოცავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად წმიდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქი სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი