ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნება” ეროვნული ფორუმით

21 თებერვალი, 2012 • 1089
კოალიცია “ქართული ოცნება” ეროვნული ფორუმით

პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნება”, რომელიც დღეს დაფუძნდა, ოთხ პოლიტიკური პარტიას აერთიანებს.

ესენია:

  • ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • თავისუფალი დემოკრატები
  • ეროვნული ფორუმი

სასტუმრო “რედისონში” კოალიციის სადამფუძნებლო შეკრება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იქნება, რადგანაც ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება.

“ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უასამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარალმანეტო არჩევნებში “ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე”.

“თავისუფალი დემოკრატების”  ხელმზღვანელმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში ბიზნესექტორის მდგომარეობაზე და მის განვითარების გზებზე ისაუბრა და კოალიციის პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი