13-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროზონის ფინასთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს დეფოლტისგან გადასარჩენად 130 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. შეთანხმება რამდენიმე საათის წინ შედგა, იუწყება BBC.
ბრიუსელში მიღებულმა კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ საბერძნეთი იხსნა 20 მარტისთვის მოსალდნელი გაკოტრებისგან. სწორედ ამ დღეს იწურება საბერძნეთის ძველი ვალების გასტურმების ვადა. ამჟამად საბერძნეთის ამჟამინდელი ვალი მთლიანი შიდა პოდუქტის 160%-ია. 130 მილიარდის სანაცვლოდ საბერძნეთმა აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ ვალს მშპ-ს 120%მდე შეამცირებს 2020 წლისათვის.
საბერძნეთში ფინანსური კრიზისი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც საბერძნეთი გაკოტრების საფრთხის წინაშე არაერთხელ დადგა. გაკოტრება კი თავის მხრივ ქვეყნის ევოზონიდან გარიცხვას ნიშნავს. ეკონომიკუ