სამართალდაცავებმა ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრობა. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გავრეცელებული ცნობებით, ამ პერიოდში ის რუსეთში იმყოფებოდა.
გელბახიანი წუხელ სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს.
გელბახიანისთვის წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს შეთქმულება ან ამბოხი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ამ მუხლის პირველი ნაწილი “ შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად”.
ამ მუხლით ჩადენილი დანშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.