ახალი ამბები

ცხინვალში პრეზიდენტობისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს

20 თებერვალი, 2012 • 1170
ცხინვალში პრეზიდენტობისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს

ცხინვალის რეგიონში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ,  პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით პრეზიდენტობისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს.

“დოკუმენტების მიღება გუშინ 6 საათზე დასრულდა, წინასაარჩევნო კამპანიას 19 კანდიდატი გააგრძელებს”– განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა ირინა გასიევამ.

მისი სიტყვებითვე, კანდიდატთა უმრავლესობის შემთხვევაში დასამტკიცებელია ამომრჩეველთა ხელმოწერების აუთენტურობა. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ოფიციალურ ენაში,  ოსურსა და რუსულში გამოცდა უნდა ჩააბარონ და წარადგინონ დეკლარაცია და გადასახადების შესახებ დოკუმენტები.

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს ცხინვალის  ტრანსპორტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორის სანაკოევი, სასამართლოს წარმომადგენელი სერგეი ბიტიევი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი, პარლამენტის ექს დეპუტატები სერგეი ზასეევი და ვლადიმერ ქელეხსაევი, მეწარმე ოლეგ კოზაევი, უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ ტიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი, ჯავის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე რუსლან ბაგაევი, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი ინალ ძუკაევი, სადაზღვეო კომპანიის  “Югосетсоцстрах” დირექტორი  ფელიქს ბიტაევი, მეწარმე რუსტემ ჯიოევი, პარლამენტში პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ტარზან კოკოითი, ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე მურატ გუჩმაზოვი, ადამიანთა უფლებების კომისარი დავით სანაკოევი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი სერგეი პლიევი, ჯავის რაიონის ყოვილი თავმჯდომარე პაველ კუმარიტოვი და ბიზნესმენი ანატოლი ჯიოევი.

17 თებერვალს პრეზიდენტობის პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა ინფორმაციისა და მასკომუნიკაციების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა. უფრო ადრე კი ბრძოლაზე გამოეთიშნენ სავაჭრო პალატის უფროსი როინ კოზაევი, ვიცე სპიკერი იური დზიცოიტი.

საბოლოო სიას ცენტრალური საარჩევნო კომისია 29 თებერვალს გამოაქვეყნებს.  განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები კი 25 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი