ახალი ამბები

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში “ეშმაკის ბორბალიც” დაიდგმება

19 თებერვალი, 2012 • 1087
ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში “ეშმაკის ბორბალიც” დაიდგმება

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თითქმის 200 მეტრი სიმაღლის იქნება, 170 მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალი” დაიდგმება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანა “დოჟდ”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დამონტაჟდება დახურული რვაკაციანი კაბინებით, ზემოთ კი– კაფე.

შშ-ში საქართველოს პრეზიდენტმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, დენიელ იოჰანესს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი აჩვენა.

“ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში გავხსნათ ფილიალი რომელიმე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომლის შტაბ–ბინა იქნება ბათუმში. სწორედ ახლა ვაჩვენებდი ამ კორპორაციის დირექტორს ამ პროექტს. შენობის ნახევარი მალე ამოყვანილი იქნება და სექტემბერში გაიხსნება. ეს შენობა იქნება სიმბოლო ჩვენი განათლების სისტემაში გარღვევისა და გაუმჯობესების,”-განაცხადა სააკაშვილმა მედიასთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ ექნება

მასალების გადაბეჭდვის წესი