ახალი ამბები

NBC: აშშ სირიას უპილოტო საფრენი საშუალებებით აკვირდება

19 თებერვალი, 2012 •
NBC: აშშ სირიას უპილოტო საფრენი საშუალებებით აკვირდება

“აშშ უკვე იყნებს უპილოტო თვითმფრინავებს სირიაში, თუმცა ჯერ დაკვირვების მიზნით,”-იუწყება ამერიკული ტელეკომპანია NBCენტაგონის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

თუმცა, ამავე წყაროების ცნობით, აღნიშნული დაკვირვება არ წარმოადგენს დასავლეთის მხირდან სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას.

NBC– ის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ ჰაერიდან ფოტოგადაღებების საშუალებით აშშ დააკვირდება სირიაში სამხედროებისა და მთავრობის მოქმედებებს, რომელსაც შემდეგ დასავლეთი ზეწოლისთვის გამოიყენებს.

ამავე დროს, NBC ცნობით, ობამას ადმინისტრაციაში, სირიაში მოსახლეობის 300 ათასი ევროს ოდენობის დახმარების მინზით, ჰუმანიტარული ოპერაციის საკითხებზე დებატები გაიმართა. აღნიშნული თანხით, “წითელი ჯვრის” საშულებით, მოსახლეობისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება.

მასალების გადაბეჭდვის წესი