2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადება დღეს პარლამენტში ოთხმა ორგანიზაციამ შეიტანა.
ორგანიზაციების: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიან არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი, რომელიც ამ წინადადების განხილვაზე იქნება პასუხისმგებელი, ამის შემდეგ კომიტეტს აქვს 20 დღის ვადა ამ წინადადების განხილვისთვის.
“თუკი პარლამენტი წინადადებას მიიღებს და აქცევს მას საკანონმდებლო ინიციატივად, ამ კანონმდებლობის შეცვლის კუთხით წარმოება გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა პარლამენტმა ამ საკანონმდებლო წინადადების ინიციატივად ქცევაზე უარი თქვას, რაც მიუღებელია, რადგან ეს კანონმდებლობა ანტიკონსტიტუციურია”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ფოფხაძემ.
საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის პარალელურად პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს.
ამავე თემაზე:
სამოქალაქო სექტორი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის შეცვლას ითხოვს