ახალი ამბები

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა – მოსახლეობას ელექტროვაუჩერები დაურიგდება

17 თებერვალი, 2012 •
პრეზიდენტის ახალი ინიციატივა – მოსახლეობას ელექტროვაუჩერები დაურიგდება

მოსახლეობისთვის ელექტროვაუჩერების დარიგების ინიციატივის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 16 თებერვალს, ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ზამთარი წელს განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა, მოსახლეობას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი 20-30 პროცენტით გაეზარდა.

პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება და ენერგოვაუჩერების საშუალებით გაზრდილი ხარჯის ბიუჯეტიდან ანაზღაურება დაავალა.

“მთავრობას მინდა დავავალო, რომ რაღაც საშუალებები მოვხიკოთ და ვიპოვოთ და ეს ენერგოვაუჩერები წესლსაც გავაკეთოთ,”-განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი