ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი სასტუმრო “რედისონში” ამ წუთებში მიმდინარეობს. ფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი და შაჰინ მუსტაფაევი– ესწრებიან.
ფორუმში სამივე ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს.
ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” ფორუმის ფარგლებში გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქულ კომპანია “მამსან გრუპ”-თან, რომელიც გულისხმობს გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას.
თბოელექტროსადგურის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი და 1 მლრდ 200 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიუმუშავებს. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის ნათია თურნავას თქმით, ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 100 მილიონი დოლარი იქნება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეები დაიწყებენ აღნიშნული პროექტის დეტალებზე მუშაობას.




