ახალი ამბებისამართალი

განათლების სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

8 ივლისი, 2016 • 1219
განათლების სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურეობრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

“დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი