ახალი ამბები

“ქართული ოცნების” სახეები

15 თებერვალი, 2012 • 2214
“ქართული ოცნების” სახეები

ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფი წარადგინა.

ჯგუფის წევრები არიან:ადვოკატი თამაზ ავალიანი, მეცნიერი ნუგზარ დავითაშვილი, დიპლომატი გიორგი ვოლსკი, ფეხბურთელი კახი კალაძე, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მეცნიერი ივანე კიღურაძე, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, მწერალი გურამ ოდიშარია, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, დიპლომატი მაია ფანჯიკიძე, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ეკონომისტი ნოდარ ხადური, დიპლომატი თედო ჯაფარიძე.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი