ახალი ამბებიეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა

7 ივლისი, 2016 • 3563
მსოფლიო ბანკი: საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა

მსოფლიოს ბანკის 2016 წლის 1 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.

მსოფლიო ბანკი განასხვავებს დაბალი, საშუალოზე დაბალი, საშუალოზე მაღალი და მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. საქართველო ამჟამად, ბანკის მონაცემების მიხედვით, საშუალოზე მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაშია. 

“საქართველოს ამ კლასიფიკაციაში ბოლო 15 წლის განმავლობაში წინსვლა არ ჰქონია. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით”, – განაცხადა 6 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განმარტებით, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოს მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა 30820.8 მლნ ლარი შეადგინა, წინა წლებში იგივე მაჩვენებელი კი ასეთი იყო:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში მთლიანი ეროვნული შემოსავალი იზრდება (დიაგრამა: საქსტატი)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში მთლიანი ეროვნული შემოსავალი იზრდება (დიაგრამა: საქსტატი)

1 ივლისის მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ჯგუფიდან საშუალოზე მაღალ ეკონომიკურ ჯგუფში ჩამოქვეითდნენ რუსეთი, ეკვატორული გვინეა და ვენესუელა. საშუალოზე მაღალი ჯგუფიდან საშუალოზე დაბალ ჯგუფში კი მონღოლეთმა, ტონგამ და ტუნისმა გადმოინაცვლეს. დაბალი ეკონომიკური ჯგუფიდან საშუალოზე დაბალ ეკონომიკურ ჯგუფში კამბოჯა გადავიდა, ხოლო გაიანა – საშუალოზე დაბალი ჯგუფიდან საშუალოზე მაღალ ჯგუფში.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ასეთია იმ ქვეყნების სია, რომელ მდგომარეობა შეიცვალა შემოსავლების მიხედვით

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ასე გამოიყურება იმ ქვეყნების სია, რომელთა მდგომარეობა შემოსავლების მიხედვით შეიცვალა. მონაცემები: მსოფლიო ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი