ახალი ამბები

გამოკითხულთა უმრავლესობას ივანიშვილი სურს პრეზიდენტად

14 თებერვალი, 2012 • 1130
გამოკითხულთა უმრავლესობას ივანიშვილი სურს პრეზიდენტად

“ხვალ რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას?“-ეს იყო ერთ-ერთი იმ შეკითხვათაგანი, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევაში სახელწოდებით “ელექტორატის პროფილი” მოხვდა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ შეარჩია კონკრეტული პოლიტიკოსი. ყველაზე ხშირად კი გამოკითხულებმა ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს.

პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთაგან რესპონდენტებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და ამჟამინდელი პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილიც დაასახელეს.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოკითხვა ჩატარდა 2011 წლის ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩევა ჩატარდა შემთხვევითი მეთოდის მეშვეობით.

გამოიკითხნენ 18-24 წლის, 40-50 წლისა და 60-70 წლის მოქალაქეები პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, სულ 1058 ადამიანი.

კითხვარი შედგებოდა 102 შეკითხვისგან.

პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი