ახალი ამბებირეკლამა

გალტ & თაგარტმა აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

7 ივლისი, 2016 • 1487
გალტ & თაგარტმა აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

სს „გალტ & თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 3 წელია, ობლიგაციების განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანი სპრედი. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“ -ის როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ & თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“ -ის გუნდს“ განაცხადა „გალტ & თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძე.        

 

მასალების გადაბეჭდვის წესი