ახალი ამბები

დავითაია აფხაზეთში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების შექმნაზე რეაგირებას თხოვს

14 თებერვალი, 2012 • 1319
დავითაია აფხაზეთში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების შექმნაზე რეაგირებას თხოვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია “ძლიერი  საქართველოს” წევრი პაატა დავითაია აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქვედანაყოფების შექმნაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  მკვეთრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

“რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების ოთხი ქვედანაყოფი იქმნება, რომელიც გალსა და ოჩამჩირეში განლაგდება, შესაბამისად, საგარეო უწყებას ვთხოვ, რომ ამაზე მკვეთრი რეაგირება მოახდინოს, განცხადება მიიღოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხმა მიაწვდინოს” – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავითაიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ქვედანაყოფები მოიერიშეების ქმედებებისთვის არის გათვალსიწინებული. დეპუტატის შეფასებით,  რუსეთი ყველანაირ ხელშკრულებასა და კავკასიის შეარაღებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას არღვევს და ახალ შეიარარებებს მიზანმიმართულად ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი