ახალი ამბები

ხვალ გახდება ცნობილი, ელისო ჩაფიძე ითანამშრომლებს თუ არა ივანიშვილთან

14 თებერვალი, 2012 •
ხვალ გახდება ცნობილი, ელისო ჩაფიძე ითანამშრომლებს თუ არა ივანიშვილთან

ხვალ, 15 თებერვალს, ”რეზონანსის” ფურცლებიდან გახდება ცნობილი, ”რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე დათანხმდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას თავისი სამომავლო პარტიის საინიციატოვო ჯგუფის წევრობაზე. ამის შესახებ ””ნეტგაზეთს” ელისო ჩაფიძემ განუცხადა.

რამდენიმე დღის წინ სტუდია ”ობიექტივის” გადაცემაში სტუმრობისას ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილისგან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა მიღებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას 15 თებერვლისთვის აპირებდა.

ხვალ ”ქართული ოცნების” ოფისში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია, რომელიც ახალი პოლიტიკური სახეებით იქნება დაკომპლექტებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი