ახალი ამბები

გიგაური: ბიზნესმენს უთხრეს, რომ თუ წილს მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდა, პრობლემები არ შეექმნებოდა

6 ივლისი, 2016 • 1510
გიგაური: ბიზნესმენს უთხრეს, რომ თუ წილს მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდა, პრობლემები არ შეექმნებოდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, ამბობს, რომ მას ხელშეუხებლობის სანაცვლოდ წილის თანამდებობის პირზე გადაფორმება შესთავაზეს. გიგაურმა რუსთავი 2-ის ეთერში არც ზემოხსენებული კომპანია და არც თანამდბეობის პირი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ საუბარია “პარლამენტის წევრებზე” მმართველ გუნდში.

“მე ვერ დავასახელებ კომპანიას, თუმცა ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ უცხოელ ბიზნესმენს ძალიან მეგობრულად დაელაპარაკნენ და უთხრეს, რომ თუ იგი კონკრეტულ წილს კონკრეტულ თანამდებობის პირს გადასცემდა, ამ შემთხვევაში მას პრობლემები არ შეექმნებოდა თავის საქმიანობაში. ასეთი შემთხვევა ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონია, უბრალოდ, მე არ მაქვს მისი თანხმობა და ამიტომ ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. მრავლობითში ვერ ვიტყოდი, მაგრამ ერთი შემთხვევა იყო და ეს კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი… უფრო მეტად აქ საუბარი იყო პარლამენტის წევრებზე. მე როგორც ვიცი და ამ ბიზნესმენისთვის ეს ცნობილია, ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება ანტიკორუფციულ სამსახურში. არ ვიცით, რამდენად დასრულდება ეს გამოძიება”, – თქვა გიგაურმა გადაცემა “არჩევანში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი