ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს

დღეს, 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად  ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნიფთიერება იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს, 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად  ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნიფთიერება იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე რომან ხაჩატურიანი თბილისში, ისრაელის საელჩოში, მძღოლად მუშაობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავტომობილში ბომბი თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოსთან იპოვეს. უტიაშვილის თქმით, ხაჩატურიანმა საკუთარ ავტომობილში საეჭვო ნივთი შენიშნა, რაც სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. ფაქტზე დაწყბეულია სისხლის სამართლის გამოძიება.

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ისრაელის საელჩოს ავტომობილი დღეს ააფეთქეს ინდოეთში, ქალაქ დელიში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი