ახალი ამბები

გერმანიაში “ქინდერის” შოკოლადში სავარაუდოდ კანცეროგენული ნივთიერება აღმოაჩინეს

5 ივლისი, 2016 • 3014
გერმანიაში “ქინდერის” შოკოლადში სავარაუდოდ კანცეროგენული ნივთიერება აღმოაჩინეს

გერმანული საკვების მაკონტროლებელი ორგანიზაციის ლაბორატორიული კვლევის თანახმად, “ფერეროს”, rübezahl-ისა და Lindt-ის ტკბილეული მავნე სუბსტანციას შეიცავს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა იყოს კიბოს გამომწვევი. ფერეროს ტკბილეულს შორის ცუდი შედეგი აჩვენა Kinder Riegel-მა, რომელიც საბავშვო შოკოლადია.

როგორც საკვების მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, მინერალური ზეთის არომატული ნახშირწყალბადი (MOAH), რომელიც არის შუალედური პროდუქტი ზეთის რაფინირების პროცესში, ხშირად ხხდება სუპერმარკეტებში გასაყიდად გამოტანილ პროდუქტებში.

ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო MOAHs-ს “სავარაუდოდ კანცეროგენულ და მუტაგენურ” პროდუქტად მიიჩნევს.

დაახლოებით 20 პროდუქტის ტესტირების შემდეგ საკვების მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამი პროდქტი შეიცავდა MOAH-ის საშიშ რაოდენობას: ფერეროს „Kinder Riegel“, Lindt-ის „Fioretto Nougat Minis“ და Rübezahl-ის „Sun Rice Classic Schoko Happen“.

როგორც The Local-ის გერმანულ გამოცემას საკვების მაკონტროლებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იოჰანეს ჰეგმა განუცხადა, არ არსებობს მინერალური ზეთების საკვებად მოხმარების დასაშვები ზღვარი.

“თქვენ მას ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ გემოს, მაგრამ ის იქ არის. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ არ შეიძინოთ ეს პროდუქტები, ვინაიდან იქ აღმოჩენილი MOAH-ის რაოდენობა უბრალოდ მიუღებელია მოხმარებისთვის,”- ამბობს იოჰანეს ჰეგი.

MOAH საკვებ პროდუქტებზე ხშირად გადამუშავებული ქაღალდიდან გადადის, რომელიც შესაძლოა ადრე იყო დაბეჭდილი ამ ზეთების შემცველი მელნით.

გერმანიის საკონდიტრო სააგენტოს ასოსიაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს პანიკისა და ამ პროდუქტების გაყიდვიდან ამოღების საფუძველი, ვინაიდან, მათი თქმით, ქიმიკატები აღმოჩენილია არა პროდუქტში, არამედ შეფუთვაზე.

საკვების მაკონტროლებელი ორგანიზაციის განცხდებით კი, BDSI ძალიან უყურადღებოს ეპყრობა მათ კვლევას. მისივე თქმით, კანონს MOAHs-ის წინააღმდეგ არ იღებენ პოლიტიკოსები, ვინაიდან მათ “გავლენიანი ლობისტები არწმუნებენ, რომ მომხმარებლის ინტერესზე წინ ბიზნესის ინტერესები დააყენონ”

მასალების გადაბეჭდვის წესი