ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი განცხადება

13 თებერვალი, 2012 • 1112
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი განცხადება

რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა კვირას ერთობლივი განცხადება გააკეთეს,  რომლის მიხედვით, პირობას დებენ, რომ 25 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, აღიარებენ.

გასული წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთში ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა, პირველ ტურში დაახლოებით თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვეს საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანატოლი ბიბილოვმა და განათლების ყოფილმა მინისტრმა ალა ჯიოევამ. მეორე ტურში კი გამარჯვება ალა ჯიოევამ მოიპოვა. უზენაესმა სასამართლომ შედეგები ბათილად სცნო ხმის მიცემისას დაფიქსირებული დარღვევების გამო. პარლამენტმა არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.

“ არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია, 25 მარტს დაგეგმილი არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ისტორიაში”–წერია დოკუმენტში.

22 კანდიდატიდან 12 ირწმუნება, რომ  “არჩევნები უნდა ჩატარდეს მოქალაქეების ნების თავისუფალი გამოხატვის, დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის ფარგლებში”

“ჩვენი ფიქრები მიმართულია ხალხის და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივიღებთ იმ არჩევანს, რომელსაც მოქალაქეები გააკეთებენ და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გვერდით დავდგებით,” –ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი