ახალი ამბები

ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

5 ივლისი, 2016 • 1001
ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლიანობისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილა.

4 ივლისს გამართულ სხდომაზე  მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.

მარია გაბრიელმა განაცხადა, რომ საქართველომ ყველა ის რეფორმა და კრიტერიუმი შეასრულა, რომელიც საჭირო იყო უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებმა, მინიმალური მოთხოვნის გარდა, დამატებითი რეგულაციებიც მიიღეს.

მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ საქართველომ გააორმაგა ძალისხმევა, რათა მიიღოს ჟილდო ამისთვის, რაც არის ძალიან დადებითი სიგნალი.

მარია გაბრიელის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ევროპისა და საქართველოს ერთად ყოფნას, რაც მოიტანს დიდ სარგებელს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

“მნიშვნელოვანია  აღვნიშნოთ, რომ უვიზო რეჟიმით ყველაზე მეტად ისარგებლებენ მოქალაქეები. ევროკავშირის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი ვიზების გარეშე. დღეს ნამდვილად გაჩნდა იმის საჭიროება, რომ უვიზო რეჟიმმა კულტურულად დააახლოოს ადამიანები და ახლო კონტაქტები გააჩინოს, რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს არის რეალური ნაბიჯი, რასაც ჩვენგან მოელიან მოქალაქეები”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

მარია გაბრიელმა აღნიშნა, რომ საქართველოში იწარმოებოდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლისა და მათი უფლებების შესახებ.

“მოვუწოდებ კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს ვიზის გაუქმებას საქართველოსთვის. ვაღიაროთ ის ძალისხმევა, რაც გაიღო საქართველომ”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

მარია გაბრიელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა კომიტეტის წევრი ტანიო ფაიონი, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას, რადგან მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერება.

ფაიონმა მიულოცა საქართველოს, რომ ასე წარმატებით განახორციელა მთელი რიგი  ღონისძიებების. მისი მოსაზრებით, უვიზო რეჟიმით მიმოსვლა სწორედ მოქალექეებზე აისახება.

კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა ნატალი გრიზბეკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის უვიზო მომისვლის მინიჭებას. საქართველომ შეასრულა დაკისრებული მოვალაეობები და უნდა მიიღოს ის სარგებელი, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს, განაცხადა გრიზბეკიმ.

ბოდილ ვალეროს თქმით,  უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოს არა მარტო კარგს მოუტანს, არამედ ევროკავშირზეც  დადებითად აისახება.

“არ მაქვს  არაფერი ამ ანგარიშის საწინააღმდეგო”, – განაცხდადა ვალერომ.

მიხალ ბონიმ მოიწონა ანგარიში და განაცხადა, რომ მათ უნდა გაუგზავნონ მკაფიო სინგალი საქართველოს მოქალაქეებს, რომ მუშაობენ უვიზო მიმოსვლისთვის, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება.

ბოლო გამომსვლელმაც, მარი-კრისტინ ვერგიამაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი