ქართული ოცნების პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 15 თებერვალს 12 საათზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ბიძინა ივანიშვილი თავად წარადგენს.
ვინ იქნებიან პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფში, მაია ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ჯგუფში აკადემიური წრის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შევლენ.
“თუმცა ისინი პოლიტიკისთვის ახალი საახები იქნებიან,”-ამბობს ფანჯიკიძე.
15 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი ახალ სახეებს თავად წარადგენს.




