ცნობილი მომღერალი და კინომსახიობი უიტნი ელიზაბეტ ჰიუსტონი შაბათს, 11 თებერვალს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვლების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ჰიუსტონის ცხედარი, ძალადობის ნიშნების გარეშე, ლოს-ანჟელესში, სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში ოპოვეს.
პოლიციის წარმომადგენლის, მარკ როუზენის ცნობით, გარდაცვლილი ჰიუსტონი პოლიციამ სასტუმროს ნომერში 15.55 საათზე იპოვა, მას შემდეგმ რაც სასტუმროს მცველისგან შეტყობინება მიიღო.
პოლიციის ინფორმაციითვე, გამოძიება უკვე დაწყებულია.
მომღერლის გარდაცვალებამდე პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰიუსტონს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ხშირად აუქმებდა კონცერტებს.




