ახალი ამბები

კულტურის პალატამ სულხან მოლაშვილის სახელობის პრემია დააწესა

4 ივლისი, 2016 • 1035
კულტურის პალატამ სულხან მოლაშვილის სახელობის პრემია დააწესა

იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე წარჩინებული კურსდამთვარებული სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ პრემიას, 5 000 ლარს მიიღებს – ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოველწლიური ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით გადაეცემა იმ უმაღლესი სასწავლების  მაგისტრატურის ყველაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულს, სადაც სულხან მოლაშვილი სწავლობდა – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ წარჩინებულ მაგისტრს.

,,სულხან მოლაშვილის სახელის უკვდავსაყოფად კულტურის პალატა ყოველწლიურ პრემიას დააწესებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამ ინიციატივის განხორციელებაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაგვიწევს თანადგომას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველწლიურად ყველაზე წარჩინებული სტუდენტის კანდიდატურას უმაღლესი სასწავლებელი კულტურის პალატას წარუდგენს. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი სტიმული სტუდენტებისთვის, ყველა მათგანს მიეცემა თანასწორს შესაძლებლობა, გახდეს ამ პრემიის ღირსეული მფლობელი’’-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

სულხან მოლაშვილი, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, 29 ივნისს საფრანგეთში გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი