აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დღეს საქართველოში დავბრუნდა. მისი აჭარაში ჩამოსვლის კადრებს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება. მისი განცხადებით, წინსაარჩევნო კამპანიაში დღეიდანვე ჩაერთვება.
ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ცხოვრობდა. დაბრუნდების შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სათვის მიცემულ ინტერვიუში 26 მაისს განაცხადა.