ახალი ამბები

აქცია კიკვიძის ბაღის გადასარჩენად [Video]

12 თებერვალი, 2012 • 1030
აქცია კიკვიძის ბაღის გადასარჩენად [Video]

დღეს კიკვიძის ბაღში განმეორებითი აქცია გაიმართა.

ჩუღურეთის მოსახლეობა “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფთან” და “ეკოლოგიური სამართლის ცენტრთან” ერთად კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებს.

ბაღის ტერიტორია რამდენიმე დღის წინ შემოისაზღვრა, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში 30-მდე მრავალწლიანი ნაძვი გაიჩეხება, თუმცა სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პერმანენტული აქციებით ბაღს გაჩეხვისგან გადაარჩენენ.

მომდევნო აქცია ხუთშაბათს, 16 თებერვალს, 3-ის ნახევარზე იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში აქციებმა მერიის წინ გადაინაცვლოს.

ამავე თემაზე:

კიკვიძის ბაღს გაჩეხვა ემუქრება

აქცია კიკვიძის ბაღში [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი