ახალი ამბები

ჯიოევა საავადმყოფოშია

9 თებერვალი, 2012 • 1793
ჯიოევა საავადმყოფოშია

ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

რუსული და ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ალა ჯიოევა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას მიკროინსულტი აქვს, თუმცა უფრო ზუსტი დიაგნოზი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი ქაბულოვის თქმით, დღეს ალა ჯიოევა უნდა გამოცხადებულიყო პროკურატურაში მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აღძრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრისა და მისი აღების მცდელობის ფაქტზე გასული წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

“დაკითხვაზე ის არ გამოცხადდა და ამის გამო გადაწყდა მისი იძულებით მიყვანა პროკურატურაში ჩვენების მისაცემად. როდესაც სახლში, სადაც მისი შტაბია განთავსებული, შევიდნენ ძალოვანები, ის ცუდად გახდა და დაკარგა გონება. მოგვიანებით ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება,” – აცხადებს ქაბულოვი.

განხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ალა ჯიოევას მხარდამჭერი ელინა მარზოევა. მისი თქმით, ძალოვანებმა ჯიოევას შტაბი შტურმით აიღეს, დააკავეს შტაბში მყოფი რამდენიმე მამაკაცი და ეწინააღმდეგებოდნენ უგონოდ მყოფი ჯიოევას საავადმყოფოში გადაყვანას.

შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ინაუგურაციის თარიღი გამოაცხადა. ინაუგურაცია ხვალ, 12 საათისთვისაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

ჯიოევას შტაბი შტურმით აიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი