ახალი ამბები

მერიამ სულხან მოლაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სამი ავტობუსი გამოჰყო

2 ივლისი, 2016 • 1188
მერიამ სულხან მოლაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სამი ავტობუსი გამოჰყო

თბილისის მერია აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილის თბილისში გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში დახვედრის მსურველებისთვის სამი ავტობუსი გამოყო.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს, 3 ივლისს, 22:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ. სულხან მოლაშვილს თბილისში დღეს საფრანგეთიდან ჩამოასვენებენ.

სულხან მოლაშვილი, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, 29 ივნისს საფრანგეთში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი