ცხინვალის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა შტურმით აიღეს ალა ჯიოევას შტაბ-ბინა.
“მათ გარდა, იქ იმყოფებიან სამოქალაქო ფორმებში გადაცმული თანამშრომლები, მათ შორის რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლები, ჯიოევა ცუდად გახდა და გონება დაკარგა,” – ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ჯიოევას მხარდამჭერ ელინა მარზოევას მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მისივე თქმით, შტაბ-ბინაში შეჭრილი სპეცსამსახუების თანამშრომლები ეწინააღმდეგებიან ჯიოევას საავადმყოფოში გადაყვანას. მერზოევას ცნობით, მამაკაცების უმეტესობა, რომლებიც იყვნენ შტაბში, დააპატიმრეს. შტაბში ძირითადად ქალები იმყოფებიან, გარეთ კი თანდათან იკრიბებიან ჯიოევას მხარდამჭერები.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევამ ცოტა ხნის წინ საკუთარი ინაუგურაციის თარიღი გამოაცხადა. ინაუგურაცია ხვალ, 12 საათისთვისაა დაგეგმილი.
ამავე თემაზე:




