ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჯვრის უღელტეხილი კვლავ ჩაკეტილია

9 თებერვალი, 2012 • 1345
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჯვრის უღელტეხილი კვლავ ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილი ამ დრომდე ჩაკეტილია.

როგორც დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მეგი კიკაჩეიშვილმა განაცხადა, ჯვრის უღელტეხილთან ტექნიკა მობილიზებულია:

“ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტრო არ დაგვრთავს ნებას, სამუშაოებს ვერ დავიწყებთ, ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს 24-საათიანი მორიგეობა, როგორც კი მოგვცემენ უფლებას, მაშინვე შევუდგებით სამუშაოებს.”

მოძრაობა გაიხსნა რიკოთის უღელტეხილზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა ყველანაირი ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

გომბორისა და ნაქერალას უღელტეხილებზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე– ცენტრალური და რაიონამდე მისასვლელი გზები თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი