ახალი ამბები

სერბეთში სროლის შედეგად 5 გარდაიცვალა და 22 დაშავდა

2 ივლისი, 2016 • 1141
სერბეთში სროლის შედეგად 5 გარდაიცვალა და 22 დაშავდა

დღეს, 2 ივლისს, გამთენიიისას, სერბეთის ქალაქ ჟიტიშტეში ცეცხლსასროლი იარაღით კაცმა 5 ადამიანი მოკლა და 22 დაჭრა.

“როიტერსის” ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ჟ.შ. დააკავა, რომელიც 30 წლისაა. ნებოისია სტეფანოვიჩმა, სერბეთის შსს მინისტრმა განაცხადა, რომ კაცმა ჯერ თავის ყოფილ ცოლსა და სხვა ქალს ესროლა, შემდეგ კი კაფეში მყოფ სხვა სტუმრებს გაუსწორდა, ამბობს პოლიცია.

მინისტრის თქმით, ბრალდებულს მანამდე არ ჰქონია კრიმინალური წარსული და იყო წყნარი ადამიანი.

გორდანა კოზლავაცკიმ, რომელიც მეზობლად მდებარე ქალაქის ზრენიანინის საავადმყოფოს ექიმია, ამბობს, რომ 22 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ამათგან 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სროლა ჟიტიშტეში. 2 ივლისი. 2016 წელი. Courtesy of N1 via REUTERS TV

სროლა ჟიტიშტეში. 2 ივლისი. 2016 წელი. Courtesy of N1 via REUTERS TV

მასალების გადაბეჭდვის წესი