შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაფიქსირდა სარდაფების დატბორვისა და ხეების წაქცევის შემთხვევები.

“მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ მეხანძრე-მაშველები, უკვე ჩართულები არიან.. არის სარდაფების დატბორვისა და ხეების წაქცევის შემთხვევები. ჭრიან წაქცეულ ხეებს [მაშველები] და მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას,”- განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თითქმის მთელ საქართველოში წვიმიანი ამინდია. მათივე ინფორმაციით, წვიმა თბილისში მთელი კვირს განმავლობაში შენარჩუნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *