ახალი ამბები

ენერგო პრო ჯორჯია: რეგიონებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

8 თებერვალი, 2012 •
ენერგო პრო ჯორჯია: რეგიონებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება.

როგორც ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, მიუხედავად უამინდობისა, პრობლემები არც ერთ რეგიონს არ შექმნია და ცხელ ხაზზე დაზარალებული მოსახლეობის ზარები არ დაფიქსირებულა:

“ამ დროისთვის უპრობლემოდ მუშაობს როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები; თუმცა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ, რათა უამინდობით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, დროულად მოხდეს დაზიანების ლოკალიზაცია და აღდგენითი სამუშაოების წარმოება, ასევე, გათიშვის შემთხვევაში, გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა”, – აცხადებენ “ენერგო–პრო ჯორჯიაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი