ახალი ამბები

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია

8 თებერვალი, 2012 •
თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში ტექნიკური მარილის დაყრა გუშინ ღამით დაიწყო, როგორც ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თორნიკე შიოლაშვილმა განაცხადა, ამ დრომდე გზებზე დაახლოებით 700 ტონა მარილია დაყრილი:

“მთელ ქალაქში შეიქმნა პრობლემები დიდი თოვლის გამო ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმეც კი მოგვიხდა მარილის დაყრა. ჩაკეტილი ქუჩები არ არის, მაგრამ არის პრობლემები გარეუბნებში, ჩიხებში და ა.შ. სადაც მას შემდეგ გადავალთ, რაც ძირითად ქუჩებზე მუშაობას მოვრჩებით, ამ დროისთვის სრული მობილიზაცია გვაქვს”, – განაცხადა თორნიკე შიოლაშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, განსაკთრებული პრობლემა შეიქმნა რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელ გზაზე:

“რუსთავიდან შემოსასვლელი გზის ის ნაწილი, რომელიც თბილისის ტერიტორიაში შედის გაწმენდილია, თუმცა მთლიან გზაზე მაინც პრობლემებია და ამ წუთებშიც გრძელდება მუშაობა, გზაზე უკვე სამჯერ დავყარეთ მარილი.”

თორნიკე შეიოლაშვილის განცხადებით, მარილი სატრანსპორტო გზის გარდა, ტროტუარებზეც დაიყრება, თუმცა ჯერ–ჯერობით საავტომობილო გზა მეტად პრიორიტეტულია, რადგან ხალხი სამსახურში დროულად მისვლას ვერ ახერხებს. მისივე თქმით, სამსახურს ტექნიკური მარილის საკმაო მარაგი აქვს და სამუშაოები მანამდე გაგრძელდება სანამ თოვა არ შეწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი