ახალი ამბები

ივანიშვილის პრეს-სპიკერად მაია ფანჯიკიძე დაინიშნა

8 თებერვალი, 2012 • 1107
ივანიშვილის პრეს-სპიკერად მაია ფანჯიკიძე დაინიშნა

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს თავისი პრეს-სპიკერი წარუდგინა. ეს თანამდებობა მაია ფანჯიკიძემ დაიკავა.

ფანჯიკიძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ჩამოყალიბების შემდეგ აღნიშნული ორგანიზაციის თემატური ჯგუფების კოორდინატორი იყო. მანამდე  სააკაშვილის ხელისუფლებაში მუშაობდა საქართველოს ელჩად ნიდერლანდებში, საიდანაც ვადაზე ადრე დაითხოვეს. ფანჯიკიძე მისი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად მაშინ ირაკლი ალასანაიასთან მის ნათესაობას ასახელებდა. მაია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცოლის დაა.

ნიდერლანდებიდან ფანჯიკიძე მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც ირაკლი ალასანია, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ელჩი იყო გაეროში, სააკაშვილის ხელისუფლებას გაემიჯნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი