კიევში 14 000–ზე მეტი უსახლკაროა, ისინი ყველაზე დაუცველები არიან ზამთრის დროს. დაახლოებით 2000 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია 27 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც აცივდა. ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება კი საოცრად მაღალია, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ბოიკომ.
ბოსნიაში, როგორც იქნა, მიაღწიეს თოვლის გამო იზოლირებულ ერთ-ერთ სოფლამდე, რასაც 5 დღის მანძილზე ცდილობდნენ. მოსახლეობა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში პოტენციური ზვავის შესახებ გააფრთხილეს.
50–ზე მეტი უსახლკარო დაიღუპა პოლონეთში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე. რუსეთის მთავრობის განცხადებით, 64 ადამიანი დაიღუპა რუსეთში სიცივის გამო.
ცივი ჰაერის მასების შემოსვლა ციმბირიდან გრძელდება. ბოსნიაში, მაკედონიაში და სერბეთში კიდევ ელიან თოვლის ახალ ნაკადს.
სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით დიდი თოვლია მოსალოდნელი, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მეტეოროლოგების განცხადებით, ზამთრის საშუალო ტემპერატურა გაცილებით დაბალია ჩვეულებრივთან შედარებით.
რუმინეთში 39 ადამიანი დაიღუპა თოვლის გამო. იტალიაში, მილანში, სილვიო ბერლუსკონის სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან სასამართლო დარბაზი ვერ გათბა.
მეტეოროლოგების განცხადებით, ცივი და მოღრუბლული ამინდი ევროპაში მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.




