ახალი ამბები

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე დიდი თოვლი რიკოთის უღელტეხილზეა

8 თებერვალი, 2012 •
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე დიდი თოვლი რიკოთის უღელტეხილზეა

ამ დროისთვის ყველაზე დიდი თოვლი რიკოთის უღელტეხილზე ფიქსირდება, როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აქ თოვლის საფარი 2.12 სანტიმეტრს აღწევს, ასევე, დიდი თოვლია ჯვრის უღელტეხილზე – 160 სანტიმეტრი.

ბაკურიანის მიდამოებში 71 სანტიმეტრამდე თოვლი დევს, ხოლო კახეთის მთელ რეგიონში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თოვა მთელი დღის მანძილზე შემარჩუნდება და ხვალაც გაგრძელდება, თუმცა ხვალ შედარებით სუსტად ითოვებს. ზვავსაშიშროება ჯერჯერობით არც ერთ მაღალმთიან რაიონში არ არის.

ითოვებს თბილისშიც, აქ თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს აღწევს, ჰაერის ტემპერატურა მთელი დღის მანძილზე 0–დან –1 გრადუსამდე იქნება, ღამე კვლავ ყინვა შენარჩუნდება და ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი