ახალი ამბები

მანანა ღურჭუმელიძეს კანადამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

8 თებერვალი, 2012 •
მანანა ღურჭუმელიძეს კანადამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილ პრეზიდნტ მანანა ღურჭუმელიძეს კანადის სასამართლომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამის შესაღებ ღურჭუმელიძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” განათავსა.

მანანა ღურჭუმელიძემ პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტის პოსტი საქართველოში 2010 წლის შემოდგომაზე დატოვა და კანადაში გაემგზავრა, სადაც მან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოითხოვა. მაშინ ქართული მედიის ნაწილში ქვეყნდებოდა ინფორმაცია, რომ მანანა ღურჭუმელიძემ პროფესიული გაერთიანების ფინანსები გაფლანგა. კანადაში ჩასვლის შემდეგ ადგილობრივმა მთავრობამ ღურჭუმელიძეს სოციალური დახმარება დაუნიშნა, ასევე გამოუყო ადვოკატი, რომელიც მას თავშესაფრის მიღებაში დაეხმარა. საქართველოდან წასვლის მიზეზებზე მანანა ღურჭუმელიძე ”ნეტგაზეთს” პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე ესაუბრა.

ამავე თემაზე:

მიიღებს თუ არა მანანა ღურჭუმელიძე პოლიტიკურ თავშესაფარს კანადაში?


მასალების გადაბეჭდვის წესი