ახალი ამბები

მეტრო “დიდუბეში” ადამიანი ჩავარდა

8 თებერვალი, 2012 • 1309
მეტრო “დიდუბეში” ადამიანი ჩავარდა

რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ “დიდუბეში” მეტროს ერთ–ერთი თანამშრომელი ლიანდაგებში ჩავარდა, რის გამოც მეტროს მუშაობა 15 წუთის განმავლობაში შეიზღუდა.

“თანამშრომელი გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, მას ფეხი დაუცდა და რელსებზე ჩავარდა, თუმცა მას მატარებელი არ შეხებია, შესაბამისად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ამ დროისთვის მეტროში მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი