იაპონიის პრეფექტურა ოკაიამიში წყალქვეშა გვირაბი, რომელიც საზღვაო პორტს იაპონიის  ერთ- ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს აკავშირებდა, ჩამოინგრა.

დაკარგულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ენერგეტიკულ კომპანია JX Nippon Oil & Energy Corporation-აში მუშაობდნენ. ეს კომპანია მსოფლიოში ENEOS–ის ბრენდის სახელწოდებით არის ცნობილი.

როგორც იაპონური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, 30 მეტრის სიღრმეში აშენებული გვირაბის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *