ახალი ამბები

ხინკლის ჭამის შეჯიბრში მონაწილეობას მხოლოდ ტელევიზიები მიიღებენ

5 თებერვალი, 2012 • 2623
ხინკლის ჭამის შეჯიბრში მონაწილეობას მხოლოდ ტელევიზიები მიიღებენ

ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის შეჯიბრი ხინკლის ჭამაში დღეს, 5 თებერვალს, დღის 2 საათზე, წერეთლის გამზირზე მდებარე რესტორან “მირზაანში” გაიმართება.

რესტორნების ქსელ “მირზაანის” პიარ–მენეჯერი ბეგი ლოგუა ნეტგაზეთთან საუბრის დროს ამბობს, რომ ვინაიდან მედიის არეალი ფართოა, შეჯიბრი მხოლოდ ტელევიზიებს შორის ტარდება.

მისი თქმით, გასულ წელს ხინკლის ჭამაში რეკორდი – 39 წამში 10 ხინკალი დაფიქსირდა.

“ვინმე თუ გააუმჯობესებს ამ რეკორდს, პრიზი– გარდამავალი თასი– გადაეცემა. ეს სპეციალურად ტელევიზიებისთვის შექნილი თასია. მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი თავიდანვე, ამიტომ სხვა ვერ წაიღებს.

“მირზაანის” წარმომადგენლის თქმით, წლევანდელი შეჯიბრი შარშანდელთან შედარებით უფრო მასშტაბურია, ვინაიდან მასში მონაწილეობას უფრო მეტი ტეელვიზია იღებს.

“კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტელევიზიის ნებისმიერ თანამშრომელს, ვისაც აქვს უფლება, გამოვიდეს მათი სახელით,”-ამბობს ბეგი ლოგუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი