ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

5 თებერვალი, 2012 • 1102
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-დან მიუნხენში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუნხენში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.

განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი აუდიტორიის წინაშე ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. წელს ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა, ნატოს გენერალური მდივანი, სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები. კონფერეციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი