ახალი ამბები

ნინელი ჭანკვეტაძე: “ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან”

4 თებერვალი, 2012 • 3254
ნინელი ჭანკვეტაძე: “ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან”

ბიძინა ივანიშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე
ბიძინა ივანიშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე

“მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია”, – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტიკოსები ხშირად ერთს ამბობენ და საწინააღმდეგოს აკეთებენ:

“და როცა მე ბატონ ბიძინას ვუსმენ, მე მესმის, რასაც ამბობს და ვიცი, რომ იმის გამკეთებელია. აი, ეს არის ყველაზე დიდი ძალა ბატონი ბიძინასი, ის პრინციპულობა, სამართლისმოყვარეობა, რითაც, დავუშვათ, ჩემს სულთან შეხება ხდება და მე მისიანი ვხდები,” – განაცხადა მსახიობმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მთელი ცხოვრება სურდა მისთვის მადლობა გადაეხადა.

ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით წლების მანძილზე აფინანსებდა კულტურის სფეროს მუშაკებს. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, რომელმაც რამდნიმე თვის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია ივანიშვილის მიერ კულტურის მუშაკების დაფინანსების შესახებ, ნინელი ჭანკვეტაძე აღნიშნული ფონდებიდან წლიურად 24 ათასი აშშ დოლარით ფინანსდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ივანიშვილს, ასევე, პირისპირ შეხვდნენ მხატვარი ნიკუშა შენგელაია და რეჟისორი თემურ ჩხეიძე. თემურ ჩხეიძემ ივანიშვილს ზნეობრივი მხარდაჭერა გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი