ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

3 თებერვალი, 2012 • • 1133
“თავისუფალი დემოკრატები” ფინანსურ დეკლარაციას აქვეყნებს

ირაკლი ალასანიას პარტიამ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კონტროლის პალატას გადაუგზავნა.

2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პარტიას 68 ფიზიკურმა პირმა შესწირა 41 458 ლარი, საიდანაც მხოლოდ 10 500  ლარი იყო ფულადი შემოწირულობა.

ამავე პერიოდში პარტიას 11–მა იურიდიულმა პირმა – 1 100 000 ლარი შესწირა: 

100-100 000 ლარი პარტიამ ბანკი “ქართუსგან” და სს “ქართუ ჯგუფისგან” მიიღო; ასევე, შპს “ფინსერვისისგან”, შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსისგან”, შპს “ქართუ მენეჯმენტისგან”, შპს “ელიტა ბურჯისგან”, შპს “კომპლექს სერვისისგან”, შპს “ქართული ჰოლდინგისგან”, შპს “კალა კაპიტალისა” და შპს “კოლხეთისგან”.  

2012 წლის 31 იანვარს პარტიას თანხა 68 ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხა და ამ თანხიდან ფულადი სახით პარტიისთვის შემოწირულობამ 10 500 ლარი, ხოლო არაფულადი სახით – 9 775 ლარი შეადგინა. არაფულადი შემოწირულობა 64–მა ფიზიკურმა პირმა გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი